
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. გარდა იმისა რომ პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ და კარგად ესმით, რომ სპორტული ცხოვრება ჯანმრთელობის საწინდარია.
ამჯერად, V კლასში, „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე თემაზე - „ჭიდაობა ქართლში“ ისაუბრეს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმატებულ სპორტსმენს, მე-12 კლასელ შოთიკო გოჩიაშვილს უმასპინძლეს.
შოთიკო მეხუთეკლასელი თინათინ გოჩიაშვილის ძმაა. ძიუდოისტი დის თანაკლასელებს ჭიდაობაზე, როგორც სპოსტის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა სასურველი სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მე-12 კლასის მოსწავლე ძიუდოისტი, ჭაბუკებში ოთხგზის ევროპის თასის გამარჯვებული ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორი“,- ასე ახასიათებენ ახალგაზრდა სპორტსმენს სკოლაში და მის მიღწევებს სიამაყით აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტო: