
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს შოთა ნიშნიანიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „მწერლობა მარადიული ტკივილის დღესასწაულია“.
მოსწავლეებმა შემოქმედის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, მათთვის ერთ-ერთი საყვარელი პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მის ნიჭს ხოტაბა შეასხეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო პოეზიის არსში წვდომა და მოსწავლეთა შემოქმედებითი, მხატვრულ-ესთეტიკური უნარების ხელშეწყობა.
იხილეთ ფოტოები: