„პროფესიები“ - ტურცხისა და კოთელიის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ერთობლივი ღია გაკვეთილი
09-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ დევდარიანმა სკოლის მე-5 კლასის და ასევე თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად ძალიან საინტერესო ღია გაკვეთილი წარადგინა, რომლის თემა - „პროფესიები“ იყო.

აღნიშნულ დღეს, ორივე სკოლის მოსწავლეებმა მათ შერჩეულ სამომავლო პროფესიებზე  პრეზენტაციები მოამზადეს.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის არაქართულენოვანმა მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართულ ენაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

ასევე გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებს შორის სახალისო შეჯიბრი გაიმართა, რომელმაც მოსწავლეების გარდა, დამსწრე მასწავლებლებიც დააინტერესა.

სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი და პედაგოგები ღონისძიების მონაწილეებს მადლობას უხდიან.

„აქვე კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენი და კოთელიის სკოლის  მოსწავლეებს და ასევე, რა თქმა უნდა, თამარ მასწავლებელს ასეთი პოზიტიური დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203