შემოდგომის მრავალფეროვნება მერენიის საჯარო სკოლაში 
09-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ ლიზა ჯეირანიანთან ერთად, საშემოდგომო აქტივობები გამართეს. მათ თავიანთი საკლასო ოთახები საშემოდგომო ფერებით გააფორმეს, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და დრო სასიამოვნოდ გაატრეს. 

მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ წელიწადის მიმდინარე სეზონზეც ისაუბრეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს. 

მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203