მერენიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
09-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მოტივირებაზე, განათლებასა და განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

ამჯერად, კლასში სომხური ანბანის „შებრძანება“ იზეიმეს. ეს მნიშვნელოვანი დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად პედაგოგმა ლუსინე პაპოიანმა აქცია, რომელმაც აღსაზრდელებს არაერთი თემატური აქტივობა შესთავაზა. 

პატარა მოსწავლეები „ა“ ასო-ბგერას გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვლი ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ კლასიც შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული, რაც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203