თელავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება.ამჯერად, სკოლაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.
ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით სკოლის ეზო ლამაზად მორთეს, მათ ასევე „შემოდგომის კუთხე“ მოაწყვეს, სადაც სეზონური ხილი განალაგეს.
აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო
ბმულზე