ივანდიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია 
09-11-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მეშვიდე კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნანა კაკაბაძის ხელმძღვანელობით, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ისინი ქალაქ წყალტუბოში ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. გარდა ამისა, მოინახულეს „თეთრა მღვიმე“ და ექსკურსია ქუთაისში „თინას ეთნო მარანში“ სტუმრობით დაასრულეს.

ადგილზე მათ მზარეულის როლიც მოირგეს და სხვადასხვა კერძი თავად მოამზადეს.

გასვლითმა ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად, დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203