ზემოხეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლი“ ალტერნატიული დასასრული შექმნა
09-11-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები მეტ ინტერესს გამოხატავენ სწავლის მიმართ, მოტივაცია უმაღლდებათ და საინტერესო შემოქმედებით პროდუქტსაც ქმნიან. 

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა მე-5 კლასის მოსწავლემ, ანუკი ნიკოლაიშვილმა განახორციელა.

მან, არჩილს სულაკაურის მოთხრობის -„ბიჭი და ძაღლი“ ალტერნატიული დასასრული შექმნა და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ანიმაციური ფილმი შესთავაზა.

„ბავშვები სევდიანი დასასრულის გამო განიცდიან. სწორედ ამიტომ, მე მათ შევთავაზე ამ მოთხრობის ბედნიერი დასასრული“, - ამბობს მოსწავლე.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა კრეატიულობას ავლენს და მათ მრავალმხრივ ავითარებს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203