
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლი და ღვაწლი დაფასებულია.
სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღესთან დაკავშირებით, კვირეული - „მასწავლებელი შუქი სულისა“ მოეწყო, რომელშიც მე-2 გ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნათია ჯანიშავილის ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაერთნენ.
კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მეორეკლასელებმა ასევე მასწავლებლები ღვაწლი აღნიშნეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: