ზესტაფონის მომავლის სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა
09-11-2023

ზესტაფონის მომავლის სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას  მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის შეჯიბრება ფრენბურთში ჩატარდა.

თამაშში პედაგოგთა მონაწილეობამ მოსწავლეებს მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლებისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203