ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა
09-11-2023

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავთან დაკავშირებით, საინტერესო კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლების დახმარებით პრეზენტაციები მოამზადეს. ბავშვები დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ბიოგრაფიას გაეცნენ, წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, გადაიწერეს ისინი და ილუსტრაციები შექმნეს.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ ასევე უყურეს ფილმს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ. ბავშვებმა ასევე ნახეს მწერლის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმები, იმსჯელეს მათ შესახებ ბოლოს კი მოისმინეს მწერლის ხმა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, ასევე კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.

ქართული ენის მასწავლებელმა - რუსუდან თოიძემ აქტიურობისთვის მოსწავლეებს მადლობის ბარათები გადასცა.

„იაკობ გოგებაშვილის დღეების“ ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - რუსუდან თოიძე, თეა ქორჩილავა, თეონა ლორთქიფანიძე, მაია იმნაძე, ნინო უგულავა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203