ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ისტორიულ მუზეუმსა და გალერეას ესტუმრნენ
09-11-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VI-XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები: მზისა ლიპარტელიანი, მირანდა მარგველანი, კონსულტანტ მასწავლებლის - ნანი შუბითიძის ინიციატივით ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიულ მუზეუმსა და სურათების გალერეას ესტუმრნენ. 

ბავშვები მუზეუმის ისტორიას გაეცნენ, საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და საჭირო ცოდნა მიიღეს. მოსწავლეებმა გალერეაში განთავსებული ნახატები დიდი ყურადღებითა და ინტერესით დაათვალიერეს და შთაბეჭდილებით აღივსნენ.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203