ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
09-11-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ხატია ფრუიძეს (IX კლასი), თინათინ ჯოხაძესა (X კლასი) და მარიამ ლუხუტაშვილს (VIII კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 8 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.