პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის 186-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი შექმნეს
09-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მის ბიოგრაფიას სიღრმისეულად გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ბავშვებმა ასევე ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ბოლოს კი საინფორმაციო ცნობარი - კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, დაიბადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203