„შემოდგომაა ჩემს დიდ მამულში“ - მრავალფეროვანი ღონისძიება ურავის საჯარო სკოლაში 
09-11-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, დაწყებითების მასწავლებლის - სოფო მიქიაშვილის ორგანიზებით, საშემოდგომო ზეიმი - „შემოდგომაა ჩემს დიდ მამულში“ ჩატარდა.

ბავშვებმა პედაგოგის დახმარებით, სკოლის ეზო ლამაზად მორთეს. მათ ასევე შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, სადაც სეზონური ხილი განალაგეს.

მოსწავლეებმა ზეიმზე ჩურჩხელები ამოავლეს, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203