წნორის N1-მა საჯარო სკოლამ წარმატებული აბიტურიენტის აღზრდისთვის უნივერსიტეტისგან მადლობის სიგელი მიიღო
09-11-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.

ერთ-ერთი ასეთი წარჩინებული კურსდამთავრებულია ნიკოლოზ  მენთეშაშვილი, რომლითაც სკოლაში ამაყობენ. სკოლას წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის თავისუფალი უნივერისტეტისგან მადლობის სიგელი გადაეცა.

დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ და მათ განათლებაში უდიდეს შრომას დებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203