
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომ, მათი ჩართულობით სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში პედაგოგ ნათია ჩხეტიანის ორგანიზებით „შემოდგომის გამოფენა“ მოეწყო.
გამოფენაში მთელი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მასწავლებელთან ერთად, თვალსაჩინო ხელოვნების ნიმუშები შექმნეს, მასალად კი სკოლაში არსებული ძველი ნივთები გამოიყენეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენას მოსწავლეებთან ერთად მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა მოსწავლეთა კრეატიულობით.
სკოლაში ხელოვნების პედაგოგს, ნათია ჩხეტიანს, მადლობას უხდიან, რათა მოსწავლეთა ინტერესი გამოავლინა და მათთან ერთად, შემოდგომის დღეები ლამაზად „დახატა“.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო: