„ოქროსფერი შემოდგომა“ - საინტერესო და სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილი ოკამის N2 საჯარო სკოლაში
09-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. 

ქართულის მასწავლებელმა - ანა მიქელაძემ და ხელოვნების მასწავლებელმა - ქრისტინა კარაგულიანმა მერვე და მეცხრე კლასებში ინტეგრირებული გაკვეთილი - ოქროსფერი შემოდგომა, ჩაატარეს.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წელიწადის მიმდინარე სეზონზე ისაუბრეს, პრეზენტაცია გამართეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად, შემოდგომის ნობათითა და ყვითელი ფოთლებით იყო მორთული. ეს კი სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203