წყალტუბოს N1 სკოლაში ილია ჭავჭავაძის 186-ე დაბადების დღე საინტერესოდ აღინიშნა
09-11-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავი აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობა მოეწყო საგაკვეთილო პროცესთან კავშირშიც, რადგან მოსწავლეები სხვადასხვა კლასში ეცნობიან ილია ჭავჭავაძეს როგორც პოეტს, მწერალსა და პუბლიცისტს. შესაბამისად, სწავლობენ მის ლექსებს, მოთხრობებს, წერილებსა და პუბლიცისტურ სტატიებს.

აქტივობამ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გააერთიანა ქართული ენა-ლიტერატურის კათედრის წევრები (ქართულის პედაგოგები) და სკოლის საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

სასკოლო-სასწავლო აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გამოუშვეს და უყურეს დოკუმენტურ ფილმს - „ილიას მკვლელობა“, შემდეგ კი გაიმართა დისკუსია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და დოკუმენტურ ფილმში არსებულ ისტორიულ ფაქტებზე.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგები, რომლებმაც შეაფასეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და დღევანდელი დღე.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203