გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დედაქალაქს ესტუმრნენ
09-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა გაიმართა. 

VII-XI კლასების მოსწავლეები ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე თბილისში იმყოფებოდნენ. მათ ექსპერიმენტორიუმი, ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი - გარდენია მოინახულეს.

ბოლოს კი მთაწმინდის პარკში გაისეირნეს. მოსწავლეებმა დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს, მოგონებები დააგროვეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 
 
„შინ მოსწავლეები გახარებული და ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. მადლობა სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და მშობლებს ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203