უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნეს
09-11-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
სასკოლო საზოგადოება მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავს. ამიტომ, ბუნებრივია, მათი ყურადღების მიღმა არც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე დარჩენილა. მოსწავლეებმა მასწავლებელ ნინო სოლომონიძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.
მათ ილია ჭავჭავაძე დახატეს, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ქვეყნის წინაშე დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის დამსახურებას ხაზი გაუსვეს.
აქტივობების ნაწილი ღია ცის ქვეშ გაიმართა, მოსწავლეებმა კი ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203