შუაგორას საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნინი დვალიშვილმა სპორტულ აკრობატიკაში, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
09-11-2023
ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ.

ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან.

სპორტულ აკრობატიკაში, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც შუაგორას საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნინი დვალიშვილია, ფინალურ ტურნირში, წარმატებით იასპარეზა. 

„სკოლა ულოცავს ნინი დვალიშვილს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს“,- სკოლაში მოსწავლის მიღწევა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203