
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს. ბავშვებმა უკეთ გაიგეს, თუ რა ადგილი უკავია მას ქვეყნის ისტორიაში და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების, მოღვაწეობის შესახებ და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
ბავშვებმა გაიხსენეს მწერლის გამონათქვამი: „ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, ის უდიდგვაროდაც დიდია“ და გააჟღერეს სკოლაში.
ეს დღე ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, დაიბადა.
იხილეთ ფოტოები: