პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ
09-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მოსწავლეები ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს, ნახეს ჯავახეთის ისტორიის წარსულსა და თანამედროვეობის ამსახველი ექსპონატები, მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები.

მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203