„ფოთოლცვენა შემოდგომის სიზმარია“ - აჭის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
09-11-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები და ღონისძიებები იმართება. 

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, რომლის დამრიგებელი რუსუდან თხილაიშვილია ღონისძიება - „ფოთოლცვენა შემოდგომის სიზმარია“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მეოთხეკლასელებმა ლამაზი ჩანახატებითა და სიმღერებით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება წელიწადის ამ მშვენიერი დროსადმი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა ასევე კლასში „შემოდგომის კუთხე“ მოაწყვეს, სადაც სეზონური ხილი განალაგეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203