„პროფესიები“ - ჯიმითის საჯარო სკოლის მეორეკლასელები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ექიმისა და ექთნის საქმიანობას გაეცნენ
09-11-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ამჯერად, სკოლაში ხორციელედება საინტერესო სასწავლო პროექტი - „პროფესიები“, რომლის ფარგლებში მესამე კლასის მოსწავლეებმა პირველი შეხვედრა გამართეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.
ექიმის და ექთნის რთული და საპასუხისმგებლო პროფესიების შესახებ მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაციები მიაწოდეს სფეროს სპეციალისტებმა - ნინო შავლიაშვილმა, ნინო რექვიაშვილმა და ნინო ქუმსიაშვილმა.
მათ ამომწურავი პასუხები გასცეს პატარების შეკითხვებს, ბოლოს კი, პრაქტიკულად აჩვენეს, როგორ სინჯავენ პაციენტებს.
შეხვედრა პედაგოგ ნათია ვარაზაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.