
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
სკოლაში ღონისძიება ჩატარდა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა წარმოადგენდა „ა“ ასო-ბგერის მნიშვნელობაზე დაფუძნებელ ღონისძიება-გაკვეთილს.
ღონისძიებას პედაგოგი რ.თევანიანი ხელმძღვანელობდა.
პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და მათ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და საინტერესო აქტივობები შესთავაზა.
ბავშვები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: