თბილისის N132 საჯარო სკოლაში მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
08-11-2023

თბილისის N132 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები. 

გამონაკლისი არც მსოფლიო დაზოგვის დღე ყოფილა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 31 ოქტომბერს დაიწყო ფინანსური განათლების პორტალის - „ფინედუს“ მოთხოვნადი პროექტი - „მოიწვიე ფინედუ კლასში“. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, „ფინედუს“ დესპანები 300-მდე სკოლის 6500-მდე ბავშვს ჩაუტარებენ სახალისო და ინტერაქციულ გაკვეთილებს.

ამჯერად, კი თბილისის N132 საჯარო სკოლის VIII-IX კლასების მოსწავლეებთან ჩატარდა გაკვეთილი, სადაც პროექტის წარმომადგენლებმა, ბავშვებთან ერთად, იმსჯელეს დაზოგვის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე.

საქართველო და ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად ამ დღის აღნიშვნას წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება.

„მსოფლიო დაზოგვის დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნება. ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203