„ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია“ - წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლეთა ტერენტი გრანელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია
09-11-2023

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებსა და გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მეხუთეკლასელები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტერენტი გრანელის მყუდრო სავანეში, მის სახლ-მუზეუმში, მისტიკური, განსხვავებული პოეტის შემოქმედებასა და ცხოვრებას დიდი ინტერესით გაეცნენ. 

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ია შელიასა და მე-5 კლასის დამრიგებლის - ანა ჭანიას ინიციატივით, მოსწავლეებმა ტერენტი გრანელის ხსოვნის უკვდავსაყოფად ლიტერატურული კომპოზიცია - „ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია“ წარადგინეს.

„ბავშვებმა სცენაზე გააცოცხლეს პოეტის „ბავშვობის მოგონებანი“ „ფიქრი წალენჯიხაზე“ მყუდრო სავანე პოეზიით აივსო, სადაც გამოვლინდნენ საუკეთესო დეკლამატორები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

ქრიან ბავშვობის მოგონებანი და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე“ - ტერენტი გრანელის პოეზია სულის მდგომარეობაა. აღგაფრთოვანებს მისი გულწრფელი, შთამბეჭდავი, სევდიანი და მრავლისმთქმელი სიტყვები „არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა“, - ხოტბას ასხამენ სკოლაში პოეტის შემოქმედებას.

პროექტის დასასრულს სახლ-მუზეუმის დირექტორმა - ბროლისა ლუკავამ, ამომწურავი პასუხი გასცა მოსწავლეების დასმულ კითხვებს.

სკოლაში მას მასპინძლობისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდიან.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე იყო შთაბეჭდილებებითა და ემოციით დატვირთული ისევე როგორც ტერენტი გრანელის პოეზია.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203