
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
პირველი კლასის, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ეკატერინე მალხასიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა სიყვარულით ისწავლონ ქართული ასო-ბგერები.
სწორედ ამ მიზნით, პედაგოგმა, პირველკლასელებთან ერთად საანბანო პერიოდის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა და ისინი თავგადასავლებით სავსე სამყაროში ამოგზაურა.
პედაგოგმა, ბავშვებს ბევრი და სახალისო რესურსები შესთავაზა, რამაც მათ მეტად აუმაღლა მოტივაცია და ანბანის შესწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ენის საფუძვლიანად შესწავლას.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სახელმწიფო ენის შესწავლას. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.