მესხეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
08-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა სახის შემეცნებით და ინტელექტუალურ შეჯიბრში აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლაში 6-7 ნოემბერს ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა, რომელშიც III-IX კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსი ორ ეტაპად, III-IV-V და VI-VII-VIII-IX კლასებს შორის გაიმართა.
დაწყებით კლასებში ოთხი გუნდი: „მერცხლები“, „შევარდენი“, „მართვე“, „მესხეთი“ მონაწილეობდა.
გამარჯვება კი გუნდმა - „მართვემ“ მოიპოვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, VI-IX კლასებშიც ოთხმა გუნდმა: „დიდგორი“, „ბასიანი“, „რაინდები“, „ირაო“ იასპარეზა. ამ შემთხვევაში კი გამარჯვება გუნდმა „ირაომ“ შეძლო.
ბავშვებმა თამაშში ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203