ივნისიდან G-PriEd-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის განახლებული სატრენინგო პროგრამა დაიწყება
29-05-2018

2018 წლის ივნისიდან G-PriEd-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის განახლებული სატრენინგო პროგრამა დაიწყება. 

პროგრამა ითვალისწინებს როგორც კითხვისა და მათემატიკის მასწავლებელთა ტრენინგებს, ასევე პრაქტიკაზე დაკვირვებასა და შეთავაზებული თანამედროვე მეთოდების/აქტივობების სასწავლო პროცესში დანერგვის ხელშეწყობას.

G-PriEd-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელდა სატრენინგო პროგრამების განახლება.

პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ G-PriEd-ის ტრენინგმოდულების, პროექტის წიგნების ავტორები და ტრენერები.

G-PriEd-ის პროგრამაში მონაწილეობის, ტრენინგების გრაფიკისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება USAID/G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

ინფორმაციას ასევე მიიღებს ყველა სკოლა ელექტრონული ფოსტით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203