„ქართულ-აფხაზური საერთო წარსულით“- აფხაზეთის N14 სკოლაში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
08-11-2023
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მნიშვნელოვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში აფხაზურ ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „ქართულ-აფხაზური საერთო წარსულით“ გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებს ინფორმაცია მიეწოდათ აფხაზეთზე და აფხაზურ დამწერლობაზე, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ არქიტექტურულ ძეგლებზე.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე ნამღერი სიმღერები მოისმინეს. აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებმა ლექსები აფხაზეთზე წაიკითხეს, მე-5 კლასის მოსწავლეებმა - არჩილ ქირიამ და მაქსი ჩალიგავამ თემატური ნახატები წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.
მოეწყო სკოლაში არსებული აფხაზური ენისა და ისტორიის კვლევის ამსახველი მასალების გამოფენა. კვირეულს ისტორიის მასწავლებელი ეშა თაკალანძე და გეოგრაფიის მასწავლებელი ნატო ესართია ხელმძღვანელობდნენ. მათ სკოლაში, საინტერსო კვირეულისთვის, მადლობას უხდიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203