ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს
08-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ბავშვებს ეს დღე პედაგოგმა დღესასწაულად უქცია. მათთვის მან საკლასო ოთახი საზეიმოდ მორთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

პედაგოგმა პირველკლასელებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა.

გაკვეთილზე ბავშვებმა პირველ ასო-ბგერებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.

„ლამაზი სიტყვითა და მილოცვით გამოვიდა მასწავლებელი წოვინარ ბაბოიანი და ბავშვებს უსურვა, ბევრი წარმატება სწავლაში, წინსვლა და ბედნიერი ბავშვობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მშობლების მხრიდანაც იყო ასევე ბევრი სამადლობელი სიტყვა.

ღონისძიებას მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. 

ეს დღე მოსწავლეთათვის დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203