წალენჯიხის N6 სკოლაში მათემატიკის კვირეული ღია ცის ქვეშ ჩატარებული გაკვეთილით დაგვირგვინდა
08-11-2023
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად სკოლაში. მათემატიკის კვირეული დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 7 აქტივობა განხორციელდა. ბოლოს კი, კვირეული ბუნებაში გამართულმა მათემატიკის გაკვეთილმა დააგვირგვინა. აქტივობა სწავლა კეთებით, პრინციპის გათვალისწინებით გაიმართა.

მოსწავლეებმა აზომვითი სამუშაოები სკოლის შემოგარენში შეასრულეს. აქტივობის ინსტრუქციის თანახმად, მონაცემები დაამუშავეს და შეაფასეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა იყო ძალიან მაღალი.. სკოლის დირექცია მადლობას უხდის კვირეულში მონაწილე მოსწავლეებს და პედაგოგებს, თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203