„შემოდგომის ვერნისაჟი“ - მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თბილისის N190 საჯარო სკოლაში
08-11-2023
თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით - „შემოდგომის ვერნისაჟი“.
გამოფენას, ხელოვნების პედაგოგი - შორენა აბრამიშვილი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე IV-VII კლასების მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოიფინა, რომლებმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
ინდივიდუალური ხედვა, შთამბეჭდავი ფანტაზია, მხატვრული სტილი და დამახასიათებელი გადმოცემის მანერა - მახასიათებლები, რომლებმაც შემოქმედებითი გამოფენა, შთამბეჭდავ სანახაობად აქცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ესთეტიკური და შემეცნებითი უნარების განვითარების მიზნით, გაიმართა.