„ფინანსური წიგნიერება მოსწავლეებისთვის“- მარნეულის N6 საჯარო სკოლაში საინტერესო სესია გაიმართა
08-11-2023
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, სესია - „ფინანსური წიგნიერება მოსწავლეებსთვის“ გაიმართა.
სესიას უძღვებოდნენ საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) სპიკერები, რომლებმაც ისაუბრეს ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ბიუჯეტირება, დანაზოგი, დივერსიფიკაცია და ა.შ.
როგორც სკოლაში ამბობენ, შეხვედრა იყო ინტერაქტიული. სესიის ბოლოს, მოსწავლეებს დაურიგდათ სერტიფიკატები და სტიკერები.