„ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“ - საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ბენარის საჯარო სკოლაში
08-11-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ნინო წალდაძემ, ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი ფოლკლორი - „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები და ცოდნა წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად და თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.

მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვასა და მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203