ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის ექვს მოსწავლეს „ეტალონის“ სიგელები მიენიჭათ
08-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ -ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს -მარიამ ნოზაძეს, გიორგი გაჩეჩილაძეს, გიორგი სამხარაძეს, ლუკა კვიჟინაძეს, ნიკა ბარბაქაძესა და რევაზ ტაბატაძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

კონკურსის პირველი ეტაპი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 7 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203