კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა მოდებაძე „ეტალონმა“ დააჯილდოვა
08-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა მოდებაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ -ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. 

კონკურსის პირველი ეტაპი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 7 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203