
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5ზ კლასის მოსწავლეები, ბათუმის საფეხბურთო კლუბ - „დინამო ბათუმში“, იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გასვლით ღონისძიებას, კლასის დამრიგებელი - ნანა მალაყმაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწიეს ცნობილმა „დინამოელებმა“ - გრიგოლ ჩაბრაძემ და გიორგი ბეგაშვილმა.
შეხვედრაზე, ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები მათთვის საყვარელი ფეხბურთელების შესახებ. ასევე განიხილეს დიდ ეკრანზე, რამოდენიმე ფეხბურთელის ცხოვრება და მათი თამაშები.
შეხვედრის ბოლოს კი, „დინამო ბათუმელებმა“, მასტერ-კლასი ჩაუტარეს პატარებს, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია მათში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: