შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება ფანაგის საჯარო სკოლაში
08-11-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ჟრიამულია. 

სკოლაში, საზეიმოდ, დიდი ზარ-ზეიმითა და ხალისით აღინიშნა ოქროსფერი შემოდგომის დღეები. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე, თავიანთი ხელით შექმნილი საშემოდგომო პოსტერებით წარდგნენ, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შთამბეჭდავი მუსიკალური ნორმები შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ ზეიმის ბოლოს, მოსწავლეებმა ჩურჩხელებიც ამოავლეს და მაყურებლებს თათარით გაუმასპინძლდნენ.

სკოლაში მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებით მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ. 

„წარმატებული მომავალი ჩვენს ხელმარჯვე ბავშვებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203