მეჩხეთურის საჯარო სკოლის ექვს მოსწავლეს „ეტალონმა“ სპეციალური სიგელი მიანიჭა
08-11-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - თორნიკე ბურჯანაძეს, ნინი ბლიაძეს, ნინო კავთელაძეს, თიკო ბურჯანაძეს, თეკლა ღამბაშიძესა და ნიკოლოზ ნოზაძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

კონკურსის პირველი ეტაპი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 7 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203