ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალ პედაგოგთა ხელმძღვანელობით, არაერთი თემატური ღონისძიება ეწყობა. ამჯერად კი, „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მე-2 კლასის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა წელიწადის მიმდინარე სეზონზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. მათ სხვადასხვა ნომერიც შეასრულეს, რითაც სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: