ტყაჩირის საჯარო სკოლასთან არსებული ცეკვის ანსამბლი - „ირიდა“ ფესტივალზე წარმატებით წარდგა
08-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას აქტიური, შრომისმოყვარე და შემოქმედებითი მოსწავლეები ჰყავს, ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის სახელით და ინიციატივით, ფესტივალი - „იმერეთის შემოდგომის ფერები“ პირველად ჩატარდა. ის ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრში გაიმართა.
ღონისძიებაში ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. მასში დასავლეთ საქართველოს 30-დე ანსამბლი ჩაერთო, მათ შორის ტყაჩირის საჯარო სკოლასთან არსებული ცეკვის ანსამბლი - „ირიდა“. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებას მიაღწიეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ანსამბლის ყველა წევრი საუკეთესო ნომრის წარგდენისთვის, დიპლომებით, მედლებითა და პრიზებით დაჯილდოვდა.
„ეს მათი პირველი გამარჯვება, ტყაჩირის საჯარო სკოლა ანსამბლს მრავალ გამარჯვებას უსურვებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203