მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
08-11-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებლის - ლალი ანძაველიძის და ხელოვნების მასწავლებლის - ლალი ცუხიშვილის ხელმძღვანელობით, სასწავლო ექსკურსიაზე ზარზმის და ჭულეს მონასტრებში იმყოფებოდნენ.
ისინი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასაც ესტუმრნენ, სადაც ტელესკოპის საშუალებით, დააკვირდნენ პლანეტებს - სატურნს და იუპიტერს. გასვლითმა ვიზიტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ.
„მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი და მოისმინეს პრეზენტაცია კოსმოსში მდებარე ციურ სხეულებზე, მათ აგებულებასა და თვისებებზე, რაც მომავალში დაეხმარებათ მოსწავლეებს პროფესიულ არჩევანსა თუ სამყაროს შეცნობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203