„მეგობრები“​ - საინტერესო ჯგუფური მუშაობა ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასში
08-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე მასწავლებლის - გუანნა მკოიანის ხელმძღვანელობით, ჯგუფური მუშაობა თემაზე - „მეგობრები“ ჩატარდა. 

აქტივობა ბავშვებმა ნონა არევაძე კოდორაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმა ჯგუფმა მოთხრობის გმირების კომიქსები შექმნეს და აპლიკაციებით გააცოცხლეს ისინი.

აქტივობაში მეოთხეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203