
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ლიკა ლორთქიფანიძისა და მუსიკის მასწავლებელ ელო ფხაკაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გამართეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსმენელის წინაშე თავი გამოიჩინეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: