ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის მერიაში ინფოტური მოეწო
08-11-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოწაფეთა ინფორმირებულობასა და კრიტიკული აზროვნების უნარზე დადებითად აისახება. 

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების კლუბის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი თამთა გაჩეჩილაძე) ქალაქ ქუთაისის მერიაში ინფოტური მოაწყვეს, სადაც მათ ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე შეხვდა.

ის მოსწავლეებს ამომწურავად ისაუბრა მედიაწიგნიერების უნარზე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, აქვს უნარი გადაამოწმოს სანდო წყარო. მედიაწიგნიერება ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა დანელია და სკოლის მენეჯერი მარი ივანიძე.

„კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ დათო ლიკლიკაძეს ჩვენთვის საინტერესო და შინაარსიანი დღის შექმნისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203