ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
08-11-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნულ სასწავლო აქტივობას დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. მოსწავლეები კი შემოქმედებით პროდუქტს ხალისითა და დიდი ინტერესით ქმნიან. 

ამჯერად, ბუნების მასწავლებელმა - სოფო გველესიანმა, მე-5 კლასში (დამრიგებელი თამთა გაჩეჩილაძე) განახორციელა კომპლექსური დავალება.

მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ დავალების შესრულებაში და წარმოადგინეს მათი ორიგინალური ნამუშევრების პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა მზის სისტემის მოდელი შექმნეს, ჩვენს სისტემაში შემავალ პლანეტებზე ისაუბრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203